შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას"...

“ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას” –

ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან. იციან არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციური პროცესებისთვის მზადყოფნაზე ყველა არჩევნების წინ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში არეულობას და სისხლისღვრას ვერავინ გაბედავს.

ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ მსგავს განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არაფერი გამოუვა და ვერავინ გაბედავს არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

როგორ შეიძლება ქართველმა, ღირსეულმა, თავის სამშობლოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს?!

ეს ადამიანები დაკავებული არიან ქვეყნის მტრობით, ჯერ ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. შემდეგ კი ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ?!“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...