საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს ოპოზიციის აქტივობებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის:
,,რადიკალები ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ მორიგი რევოლუციური სცენარისთვის.
ეს იყო წამოცდენა. ვიცით, ეს ჩვენთვის სურპრიზი არ არის. თურმე ცხელი ზაფხულიდან მერე ცხელი შემოდგომა გველოდება. ეს იყო პრერევოლიციური, ასე ვთქვათ, მომზადებები, რაც ჯანაშიამ ბრძანა. ხაზარაძემ – ,,ცეცხლოვანი მუსტანგები”.
ე, მანდ მოსახვევში ფრთხილად იარე, ჩემო ძმაო. ბევრი გვინახავს ამხედრებული ხან მუსტანგებზე, ხან კადილაკებზე, მაგრამ მერე გვინახავს მოსახვევებში.
ასე, რომ ფრთხილად ძმაო, ფრთხილად იყავი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე