spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბათუმში, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობდნენ. კონფერენცია, რომელსაც ბათუმმა წელს პირველად უმასპინძლა 21-22 თებერვალს გაიმართა. ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნა განხილული, როგორებიცაა გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში – გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია – უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები – მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.

გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართა. კონფერენციაში მონაწილეობას ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის, საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები ღებულობდნენ. მასზე დასწრება გიდებს, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეეძლოთ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე https://batumiconf.ge/ka გაიარეს. კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლებისა და სტუმრების შესახებ ინფორმაციის მიღებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...