შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი რუხაძეს არ მოსწონს ჩემი მუშაობა ან რატომ...

ირაკლი რუხაძეს არ მოსწონს ჩემი მუშაობა ან რატომ უნდა მოვწონდე სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს საპენსიო სესხის პროცენტით – გიორგი ვაშაძე

რატომ უნდა მოვწონდე ირაკლი რუხაძეს, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ, სწორედ ამ ძარცვას ვებრძვი“, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედი“-ს მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომ მას არ მოსწონს ვაშაძე, მის მიმართ პრეტენზიები აქვს და თავისი ტელეკომპანიის ეთერში არ დაუშვებს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის იმ უსამართლობას ებრძვის რასაც რუხაძე ყოველდღიურად პენსიონრების წინააღმდეგ ახორციელებს საპენსიო სესხის მაღალი პროცენტის გამო:

პენსიონრების მძარცველ ირაკლი რუხაძეს თურმე არ მოსწონს ჩემი მუშაობა, ან რატომ უნდა მოვეწონო, სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს, უსამართლოდ მაღალი საპენსიო სესხის პროცენტს რომ ახდევინებს ხალხს და დამატებით მილიონებს იღებს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან.

ან რატომ უნდა მოვწონდე, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ ამ ქვეყანაში.

საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. არჩევნებში ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა პენსიონერს სესხის პროცენტი ჩამოეწერება და ეს უსამართლოდ ძარცვის უფლება, რომელიც ექსკლუზიურად აქვს დღეს ირაკლი რუხაძეს და სხვებს ვინც ივანიშვილს დღეს ერთგულებას ეფიცება დასრულდება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...