შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ერთი N1 მტერი პუტინმა მოიშორა, მეორე...

მიხეილ სააკაშვილი: “ერთი N1 მტერი პუტინმა მოიშორა, მეორე მის ხელშია”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე მიმართვის დროს განცხადებას აკეთებს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით:

მოკლეს ალექსეი ნავალნი… მასთან მე მქონდა მიმოწერა, ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოსთვის წაყენებული პოზიციების გამო. მნიშვნელოვანი იყო, მე ძალიან დავუფასე. თავისი ციხის კამერიდან ის გამოხატავდა სოლიდარობას.

მე მომწამლეს რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან. სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის და თქვენ იმედზე ვარ – ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის!

სწორედ ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ, მაგრამ მანამდე მოკლეს პოლიტოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი; ნემცოვი, რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ძალიან ვმეგობრობდი და ახლა ნავალნი.

პუტინმა, ასევე, საჯაროდ გამოთქვა სურვილი, მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით. პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე მოვხდებოდი ციხეში; თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად.

როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა – ,,ეს არის რუსული სააკაშვილიო“, ნავალნის გვარს არ ახსენებდა და მისთვის N1 მტრები ჩვენ ვიყავით, სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა… ის ამბობდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი, გამოხატავდა ამას ყველანაირად, იყვნენ მისი N1 მტრები.

ერთი N1 მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, თავიდან ბოლომდე კონტროლდება, მათ შორის, რუსული სპეც.სამსახურების მიერ. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

მე ვაპირებ, მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის! მე აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის, ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს! მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხრი ,,აჰა, თქვენ შეგიძლიათ ეს აიღოთ, გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად და ეს აუცილებლად ასეც განხორციელდება.

ყველაფერი გამოგვივა, მაგრად იყავით!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...