შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას, ამ ეტაპზე,...

“გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას, ამ ეტაპზე, არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ტვ “პირველის” თოქ შოუ “რეაქციაში”, ეკა მიშველაძის რესპოდენტი ნიკა გვარამია იყო, რა დროსაც, პოლიტიკურ გეგმებისა თუ კონფიგურაციების განხილვასთან ერთად, დაისვა კონკრეტული შეკითხვა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარესთან, გიორგი გვარამიასთან დაკავშირებით:

[ეკა მიშველაძის შკითხვა]: “გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” კოალიციაში თუ ხედავ სამომავლოდ?”

– “ვხედავ, თუ ის ოპოზიციური პარტიაა“, – აცხადებს გახარია და აგრძელებს:

გახარიასთან დაკავშირებით, მე მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც ეს გაბედა და თქვა, ყოველ შეთხვევაში სხვა არ მახსენდება.

მე გავიმეორებ ჩემს ნათქვამს: “გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას, ამ ეტაპზე, არ ვაპირებ”.

ალბათ გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მე მასაც და ყველა დანარჩენს ვთავაზობ – წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, ჩვენ წარსულზე ლაპარაკით შეიძლება დავკარგოთ მომავალი და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში.

მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს: რას აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ძალიან დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც დავუშვათ, – ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია? ეს არის ჩემი შეკითხვა“, – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის: ნიკა გვარამიამ გამოტვეთა პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული პირები, ვისთანაც იგი ითანამშრომლებდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთი საარჩევნო სუბიექტის ფარგლებში და მათ მიიჩნევს მნიშვნელოვან აქტორებად – მელია, “დროა”, “გირჩი”, “ლელო”, ნინო ლომჯარია, ასევე, ცალკეული პოლიტიკოსები ეკა ხერხეულიძე, აკო მინაშვილი… “ჯამურად ჩვენ შეგვიძლია 25%-ს ზემოთ ვიყოთ“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...