“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმაურება რუსი დისიდენტის, ოპოზიციური პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას რუსეთის საპატიმროში და ამ ფაქტის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთავაზობს:
“ნავალნის ტრაგედია მაინც უნდა გვკარნახობდეს იმას, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის შექმნაა, არამედ და კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი და ჩამოუწმენდავი კატასტროფის საშიშროების შექმნა.
სალომე ზურაბიშვილი რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი მისთვისაც, სააკაშვილისთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.