spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრძოლა გრძელდება! საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის"...

“ბრძოლა გრძელდება! საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის” – გიორგი მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იყო მსჯავრდებული, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარი გააკეთა:

,,მე მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის, ჩემ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს – თორნიკეს, რომელიც გაჭრილი იყო ველად; ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში; ყველა ჩემს უფლება დამცველს, რომლებიც დიდი არმიაა. მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს – ადგილობრივსა და საერთაშორისოს; ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობებს, რომლებიც ჩემს უფლებებს იცავდნენ. მადლობა ყველა მიუკერძოებელ ჟურნალისტსა თუ მიკერძოებულს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ჩემს მძიმე ტვირთს აშუქებდა.

ბრძოლა გრძელდება! საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. მე ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა ,,სული ჭეშმარიტი მწყემსისა”, რომელიც მას იმის უფლებას და საშუალებას მისცემდა, დღეს, აქ – ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...