ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის არ არის ამ ქვეყნის პატრიოტი პრემიერი, ის...

“ის არ არის ამ ქვეყნის პატრიოტი პრემიერი, ის არის ივანიშვილის ერთ-ერთი მონა” – დავით ჩხობაძე ირაკლი კობახიძეზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის” ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარში, სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციის ორგანიზატორი დავით ჩხობაძე, ეხმიანება ირაკლი კობახიძის მთავრობის პირველ სხდომას და მწვავე შეფასებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრის მიმართ:

,,დღეს, ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ კობახიძეს შევახსენოთ, რომ ის არის ცუდი კაცი და ის არ არის პატრიოტი ქართველი ადამიანი, როგორადაც მას თავი მოაქვს. ის არის ერთი ქართველი მშიშარა, რომელიც ქართველობს და არც არის ქართველი ადამიანი. ის არის იდენტობით რუსი ადამიანი.

ამავდროულად, ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ირაკლი კობახიძე ვერ შედის უნივერსიტეტში დაცვის გარეშე, ის ვერ ატარებს ლექციას და ირაკლი კობახიძეს სტუდენტები რუბლებს აყრიან. ასეთი ადამიანი გახდა პრემიერი, ამიტომ ეს არის საშიში, რადგან ის არის მანიაკი, რომელიც ცდილობს, რომ იყოს კაცი, იყოს პრემიერი, მაგრამ ის ვერც კაცი ვერ იქნება და ვერც პრემიერი.

ამიტომ, ეს აქცია გაიმართება და ჩვენ გავაგებინებთ მას, რომ ის არ არის ამ ქვეყნის პატრიოტი პრემიერი, ის არის ივანიშვილის ერთ-ერთი მონა, რომელიც გადმოანაცვლა ოლიგარქმა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვონ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აზრითა და რწმენით იქნება ქართველი ხალხის ნება, რომ ,,ქართული ოცნება” 2024 წლის 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება“, – განაცხადა დავით ჩხობაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...