კვირა, მაისი 19, 2024

“უცხოური კომპანიების შემოყვანა კი არა, ქუთაისში რომ ორჯერ გახსენით არარსებული ელექტრომანქანების ქარხანა სად არის ეს ქარხანა?” – გიორგი ვაშაძე მთავრობას მიმართავს

Apple და Volkswagen კი არა, ქუთაისში ორჯერ გახსენით არ არსებული ელექტრო მანქანების ქარხანა. – აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა. აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება,” – ასეთი შეკითხვით მიმართავს საქართველოს მთავრობას “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ხელისუფლება ხელიდან უშვებს რუსეთის ბაზრიდან გასულ კომპანიებს, რაც ასობით ათასს სამუშაო ადგილთანაა დაკავშირებული.

ვაშაძის თქმით, ივანიშვილის პარტიისთვის მხოლოდ ის ბიზნესებია სასურველი, რომელსაც გავლენის ქვეშ მოაქცევენ:

დემოკრატიული სისტემის მშენებლობის ნაცვლად პოლიტიკურ შურისძიებებზე არიან ორიენტირებულნი და ამის დადასტურებაა მიშას დაპატიმრება და პოლიტიკური ანგარისშწორებების კამპანია. ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად კორუფციული სქემების აგებით არიან დაკავებულები და ამ ყველაფრის გადასაფარად მუდმივად ცრუ, დამაპირისპირებელ დილემებს გვთავაზობენ.

იცოდით, რომ რუსეთის სანქცირების შემდეგ 300-ზე მეტმა მსოფლიო გიგანტურმა კომპანიამ, 3000-ზე მეტმა ცნობილმა ბრენდმა, ჯამური კაპიტალით 266 მილიარდი დოლარი დატოვა რუსეთის ტერიტორია და ხელსაყრელ ადგილებს ეძებენ ჩვენს რეგიონში? – საქართველოს მდებარეობა იდეალურია ასეთი კომპანიებისთვის.

ეს კომპანიები წავიდნენ აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში და იქ უკვე შექმნეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. თუ იცით, რამდენი შემოვიდა საქართველოში? – სამწუხაროდ არცერთი!

რატომ? – იმიტომ რომ თქვენ, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა არ შესთავაზეთ არაფერი, არც კი დაელაპარაკეთ მათ. უბრალოდ თავი არ შეიწუხეთ იმიტომ, რომ თქვენთვის ბევრად უკეთესია, რომ საქართველოში მხოლოდ ის ბიზნესები იყოს, რომლებიც თქვენი გავლენის ქვეშ იქნებიან და ფულს თქვენ ჯიბეში ჩადებენ.

უფრო მეტიც, ჩვენს საქმიან წინადადებას ამ კომპანიების საქართველოში შემოყვანის შესახებ, მთავრობამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ თურმე თავი უნდა დავანებოთ რუსეთიდან გასულ კომპანიებს და რა კომპანიებზეა საუბარი – საუბარია Google-ზე, Amazon-ზე, Apple-ზე, Mercedes-ზე, Volkswagen-ზე. მაგრამ Apple და Volkswagen კი არა, ქუთაისში ორჯერ გახსენით არ არსებული ელექტრო მანქანების ქარხანა სად არის ეს ქარხანა? – აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა. აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული