ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკასატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული

სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული

2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია:

2023 წელს „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 500 ათას ლარს აღემატება, ასე გამოიყურება: „რუსთავის აზოტი“, „დიპლომატ ჯორჯია“, “პსპ ფარმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი“, „Optimum Media Buying Limited”, „არქი პრომოუშენი“, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“, „ნესტლე საქართველო“ და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“

„რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „დიპლომატ ჯორჯია“, „ავერსი-ფარმა“, „ნესტლე საქართველო“, „Optimum Media Buying Limited”, „ლაქტალის ჯორჯია“, „მაკდონალდსი“, „იმპელ დეველოპმენტი“ და „არქი პრომოუშენი“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

„მთავარი არხის“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“ და „დიპლომატ ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „ავერსი-ფარმა“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია“, „მაკდონალდსი“, „სელფი მობაილი“, „გორგია“ და „ვიმ ბილ დან საქართველო“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

„პოსტვს“ დამკვეთ კომპანიებს რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კავეა“, „კავკასუს ავტო სერვისი“, „ფალავანი“ და „სტერეო+“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „გემრიელი“, „მალკო“ „არქი პრომოუშენი“, „ტიფლის ფაბ“, „ქართული რძის პროდუქტები“ და „დს ჯგუფი“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამკვეთ კომპანიებს რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „სი კორპორეიშენ 22“, „თეგეტა მოტორსი“, „თიბისი ბანკი“, „ორთაჭალა გეითი“, „ავერსი-ფარმა“ და „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ. რაც შეეხება „კავეასა“ და „ჩინური მედიცინის ცენტრს“, მათ მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ფასი 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე დიაპაზონში ხვდებოდა.

„ტელეკომპანია პირველის“ დამკვეთ კომპანიას, რომელიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდა, „პსპ ფარმა“ წარმოადგენდა. ხოლო კომპანიები „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „გალფი“, „კავეა“, „თიბისი ბანკი“, „სოფარმა“, „ნოვა“, „იმპექსფარმი“, „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ და „თბილისი ცენტრალი“ მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...