კვირა, მაისი 19, 2024

“თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ეკონომიკა ადამიანისა და მათი პრობლემების მოგვარებისთვისაა” – გიორგი ვაშაძე

თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ეკონომიკა ადამიანებისთვისაა და მათზე უნდა იყოს ორიენტირებული. აი ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება, რომ თქვენთვის ეს ეკონომიკური მდგომარეობა არის მისაღები, ჩვენთვის მიუღებელი,”- ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
ვაშაძემ საუბრისას “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ელიტა გამდიდრდა, ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაშია.
მისივე თქმით, ეკონომიკური რეფორმები ხალხის პრობლემების მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული:

ირაკლი კობახიძე საკუთარ გამოსვლაში თავს იწონებდა და ტრაბახობდა ეკონომიკური მდგომარეობით, არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს ეკონომიკური მდგომარეობა მისთვის მისაღებია და არაფრის შეცვლას არ აპირებს.
მან არ უპასუხა მთავარ კითხვას, როგორ აპირებს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას. აი ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება, რომ თქვენთვის ეს ეკონომიკური მდგომარეობა არის მისაღები, ჩვენთვის მიუღებელი;
ჩვენ გეუბნებით, რომ ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი უკიდურესად ღარიბი, თქვენ კი ამას დოვლათის ოპტიმალურ გადანაწილებას უწოდებთ;
თქვენ ამბობთ, რომ თურმე საქართველოს მოქალაქეები უნდა წავიდნენ ემიგრაციაში და იქ დასაქმდნენ, ჩვენ კი გეუბნებით, რომ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ აქ და ჩვენი თანამემამულეები დავაბრუნოთ საქართვლოში;

თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ეკონომიკა ადამიანებისთვისაა და მათზე უნდა იყოს ორიენტირებული;
2013 წელს ივანიშვილის თაოსნობით შექმენით დემოგრაფიის გადარჩენის ფონდი, რომელმაც დემოგრაფიული კატასტროფა მოიტანა და ამას თქვენც აღიარებთ, ბატონო ირაკლი, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, ამაშია ჩვენ შორის განსხვავება.

ივანიშვილის პარტიის წევრები იბრძვით მხოლოდ თანამდებობებისთვის და თქვენი ინტერესი არ არის ქვეყანაში რამის შეცვლა უკეთესობისკენ.
ბატონო ირაკლი, თქვენც იბრძვით სკამისთვის და არა ხალხისთვის, სწორედ ამიტომ ვერ დაგიჭერთ მხარს. სწორედ ეს არჩევანია გასაკეთებელი 26 ოქტომბერს:

ვირჩევთ დასაქმებულ საქართველოს, თუ უმუშევრობაში ჩაძირულ საქართველოს;
ვირჩევთ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას, თუ ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში გადასახლებას;
ვირჩევთ საქართველოს ივანიშვილისთვის, თუ საქართველოს ქართველი ხალხისთვის;
დღეს საქართველო არის ივანიშვილის ხაფანგში და ამ ხაფანგიდან თავი ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ!

მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი საქართველო;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემიგრანტები დავაბრუნოთ სამშობლოში;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოში უმოკლეს ვადაში შევქმნათ ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ განათლების სისტემა ისე, რომ ის ჩვენი შვილების ცხოვრებაში წარმატების მომტანი იყოს;
მე მჯერა, ეს არჩევნები მოგვცემს გაერთიანების, ეკონომიკური განვითარებისა და აღმშენებლობის დიდ შესაძლებლობას.

ქართველმა ხალხმა 2023 წელს ერთხელ უკვე გაიმარჯვა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.

ახლა დროა დავამარცხოთ ის ერთადერთი, ვინც გვიდგას განვითარების გზაზე, ჩვენი სამშობლო წინ წავიყვანოთ და დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაამარცხებს ივანიშვილს!
ერთი დადებითი ის აქვს დღევანდელ დღეს, რომ კობახიძე 8 წლის შემდეგ როგორც იქნა დაინტერესდა გელათის პრობლემით.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ერთიანობა, აღმშენებლობა, ღირსეული ცხოვრება და ბედნიერება!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ძალა ერთობაშია!“ – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული