სამშაბათი, ივლისი 15, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი "ქართული ოცნების"...

“გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი “ქართული ოცნების” ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ” – პარტია “ქართული ოცნება”

მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, მმართველი პარტიის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პარტია “ქართული ოცნება”:

გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.

მიუხედავად ამისა, ანონსში საუბარია იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ., მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მცირე ნაწილი კი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მისგან მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს.

თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ვაქვეყნებთ სრულად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, რითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, როგორი არაეთიკური, უხეშად მანიპულაციური მეთოდებით და ყოველგვარი ჟურნალისტური და მორალური სტანდარტების დარღვევით იბრძვიან კოლექტიური ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...