კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე...

“ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე და უმუშევრობა არ დაიძლევა, უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა” – პაატა კვიჟინაძე

ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე და უმუშევრობა არ დაიძლევა, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გავაგრძელოთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე იმსჯელეს.

პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს შეახსენა წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის რეალური წინაპირობები და მასზე მოქმედი ფაქტორები, აგრეთვე განუმარტა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა და ის რომ ეკონომიკა მხოლოდ ციფრები არ არის. კომიტეტის თავჯდომარემ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა: პირობითად თუ არის 100 საწარმო დაემატება 10, რაც საჭიროებს ინვესტიციას, დამატებით სამუშაო ძალას, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, როგორც ქვეყნისთვის ასევე იქ დასაქმებული თითოეული ოჯახისთვის.

სანამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდებოდა, მას ჰქონდა ძალიან კარგი გათვლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თუ გავაგრძელებთ ამ ეკონომიკურ ზრდას როდის შეიძლება დავეწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და განვითარებულ ქვეყნებს.

ეს არითმეტიკაა მათემატიკაც კი არ არის. თუ ჩვენ გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა 2030 წლისთვის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწრებთ, თუ გვექნება 7%-იანი მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან სადაც ვართ“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის გუნდს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...