ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა დებატში, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, ოპოზიცია პირწმინდად...

“ყველა დებატში, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა” – მიხეილ სარჯველაძე

ყველა დებატში, რომელიც ამ დღეებში გაიმართა – ოპოზიცია პირწმინდად, უშანსოდ დამარცხდა. თუმცა, უშანსოები იყვნენ მაშინ, როდესაც ცალკეულ თემაზე დისკუსიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს.

მისი თქმით, ოპოზიციას ცალკეული თემების ირგვლივ გარკვეული ინტერპრეტაციების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მათ მიიღეს პასუხები, რომლებმაც წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, ირაკლი კობახიძემ.

ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ არის ეს ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს მე მახარებს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ. საუკეთესო უნარების და შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი. დღეს აქ დანახულიდან გამომდინარე, არ მგონია ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთივე იქნება გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებზეც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი განხილვის შემდეგ მთელმა ქვეყანამ დაინახა ჭეშმარიტება, ვინ ცდილობს წყლის ამღვრევას, სარკეების გამრუდებას და ვითარების ისე წარმოჩენას, როგორც სინამდვილეში არ არის.

სინამდვილე რაც არის ყველამ ძალიან კარგად დაინახა. მგონია, რომ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ახლაც, ამ გადაწყვეტილების მიღების წინ რომ ვდგავართ, ამ გადაწყვეტილების წინაშეც ვართ აბსოლუტურად პირნათელი. აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობის საკმარისი მიზეზებით ვართ შეიარაღებული. დღეს, „ქართული ოცნება“ მისი ლიდერით, ირაკლი კობახიძის ჩათვლით, რა თქმა უნდა, არის უალტერნატივოდ ყველა უპირატესობის მქონე პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ამას არც არავინ გახდის სადავოდ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...