ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც ჩანს, თქვენ კმაყოფილი ხართ არსებული ტემპით და...

“როგორც ჩანს, თქვენ კმაყოფილი ხართ არსებული ტემპით და გამოდის, რომ მოგწონთ სიღარიბე, უმუშევრობა და ის, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს

თითქმის ერთი კვირაა ვისმენთ მთავრობის წევრების გამოსვლას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას და ვსვამთ კონკრეტულ კითხვას – რა გეგმა აქვს მთავრობას დასაქმებასთან დაკავშირებით და ასეთი გეგმა არ არის ბუნებაში”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა “ოცნების” განვითარების ტემპი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოცემულობით სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხება შეუძლებელია.

მანჯგალაძე სიტყვით გამოსვლისას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც შეეხო და თქვა, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნით, ცვლილებები პოლიტიკურ კონსესუსზე უნდა იყოს დაფუძნებული:

თითქმის ერთი კვირაა ვისმენთ მთავრობის წევრების გამოსვლას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას და ვსვამთ კონკრეტულ კითხვას – რა გეგმა აქვს მთავრობას დასაქმებასთან დაკავშირებით და ასეთი გეგმა არ არის ბუნებაში, რასაც ვუსმენთ, თქვენ კმაყოფილი ხართ, თქვით, რომ ეს ტემპები კარგიაო და გამოდის, რომ მოგწონთ ის სიღარიბე, უმუშევრობა, ის, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის, ამის მოწონებას ნიშნავს ეს და კიდევ უფრო კონკრეტიკაა საჭირო და ჩვენ ხალხმა რაც გვთხოვა იმ საკითხებს ვაყენებთ.

პოლიტიკური კონკურენციის პრობლემა არ გვაქვს და მზად ვართ, ევროკავშირისთვის, საქართველოს ინტერესებისთვის, რაც არის მთავარი პირობა, პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული კონსულტაციები, ამ მიმართულებითაც მივიღოთ მონაწილეობა.

ახლა გისვამთ კითხვას – დღეს რომ ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამატეს, ვენეციის კომისიას არ მოსწონს ეს ცვლილებები, თქვენ ვენეციის კომისიას კომპეტენციას უწუნებთ, ასევე ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ კონსესუსზე დაფუძნებით მიიღეთ გადაწყვეტილებებიო და ახლა ეს ეხმარება, დღეს, რასაც აპირებენ, რომ მთავრობის სხდომაა და იქნებ გავაპაროთ საარჩევნო ცვლილებები, ეს კარგია?

რა აუცილებელია, რა საჩქაროა ამის გაკეთება, რა აუცილებლობაა, რომ დღეს მთავრობის სხდომასთან ერთად გავაპაროთ საარჩევნო ცვლილებები, მართლა ვსვამ კითხვას და ახლა მითხრეს გელათთან დაკავშირებით, გავიგეთ, რომ საპატრიარქომ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ დღესაც ჩამოვიდა წყალი და რა გავაკეთოთ? დავანგრიოთ გელათი? დავითობააო დღეს ვთქვით და ამ დროს გელათი ინგრევა და ჩვენ არანაირი რეაქცია არ გვაქვს,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ...

"ნაციონალური მოძრაობის" თაჯდომარე, თინა ბოკუჩავა ემოციური პოსტით ეხმიანება პატიმრობაში...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...