spot_img
მთავარიდებატები"ასეთ სასათბურე პირობებში არსებული და დებატებით შეშინებული ხელისუფლება...

“ასეთ სასათბურე პირობებში არსებული და დებატებით შეშინებული ხელისუფლება არც ამ ქვეყანაში არ ყოფილა არასდროს და არც მახსენდება ტოტალიტარული ქვეყნების გარდა ესეთი რეგულაცია არსებობდეს” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის’’ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ადამიანის უფლებათა ცენტრისა (HRC) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამართულ პრეზენტაციაზე, ჟურნალისტებთან კომენტარში საუბრობს მედიის როლზე და პრობლემებზე, რომელსაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები აწყდებიან:

,,მედიამენეჯერების და მფლობელების დაპატიმრება არის მაინც, უკიდურესი ზომა და იმედი მაქვს, რომ ერთი შემთხვევით შემოიფარგლება.

მედიის მდგომარეობას ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად აუარესებს ის, რომ მედია ბაზარი პრაქტიკულად ხელისუფლებამ გამოშიგნა და ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს ამ მიმართულებით.

უნდა გვესმოდეს, რომ მათ ტელევიზიებს ფული კი სჭირდებათ, მაგრამ მათ ალტერნატიული შემოსავლების წყაროები აქვთ, ,,შავი ფულიც’’, მათ შორის. კრიტიკულ მედიებს კი ამის ფუფუნება არ აქვთ, ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ მედია-ბაზარზე, რომელსაც როგორც, უკვე გითხარით, შეგნებულად ანგრევს ხელისუფლება, როგორც რეგულაციებით, ასევე ბიზნესებზე ზეწოლით.

ამიტომ ეს მიმართულება არის მედიის დასუსტების მთავარი ფორმა, მეორე საკითხია მედიის დისკრედიტაცია და მასთან არ თანამშრომლობის რეჟიმი. ასეთი რამე არც გამიგია, ყველაზე უფრო პრობლემურ ქვეყნებშიც კი დემოკრატიის კუთხით, რომ ხელისუფლება არ დადიოდეს დებატებზე. ხელისუფლება უბრალოდ არ დებატობს. კრიტიკულ მედიაზე იგი არ მოდის და მათ მედიებზე არ უშვებენ ოპოზიციონერებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უნდათ, რომ იქ მივიდეთ.

ესეთ სასათბურე პირობებში არსებული ხელისუფლება და დებატებით შეშინებული ხელისუფლება არც ამ ქვეყანაში არ ყოფილა არასდროს და გულწრფელად გეტყვით, მე არ მახსენდება ტოტალიტარული ქვეყნების გარდა ესეთი რეგულაცია არსებობდეს’’, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...