spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ისტორიული უსამართლობის დასრულება, საზოგადოების კონსოლიდაცია...

“საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ისტორიული უსამართლობის დასრულება, საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ერთი ნაბიჯით ევროპასთან დაახლოება” – თინათინ ბოკუჩავა

მინდა დაგიდასტუროთ მზაობა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას შეეხება.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, დღეს ის არ უპასუხებს „უსაგნო და უსაფუძვლო ბრალდებებს“, რომელიც 12 წელია ისმის, არამედ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე დგას:

ჩვენი ვალია ვიმუშაოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ვემსახუროთ ქართველ ხალხს და ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებები მოვიტანოთ, მაგრამ ცხადია, ამ ცვლილებებისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და დავასრულოთ კორუფცია. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ დავამარცხოთ უმუშევრობა და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება იმისთვის, რომ ემიგრანტები სამშობლოში დავაბრუნოთ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ფრაქციის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართა:

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო და ამით, საქართველოს ისტორიაში შეხვიდეთ თქვენი გამბედაობით და სახელმწიფოებრივი ხედვით, რომელიც პირად განწყობებზე მაღლა დგას. დღეს ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი და არა პოლიტიკური ტყვე. თქვენ შეგიძლიათ ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება, საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ერთი ნაბიჯით ევროპასთან დაახლოება“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...