spot_img
მთავარიინტერვიუ"აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უმოკლეს...

“აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უმოკლეს დროში განახორციელოს ეკონომიურად ძალზე მომგებიანი პროექტები” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარში საუბრობს საქართველოს გეოფრაფიული და გეოპოლიტიკური პოტენციალის შესახებ:

,,ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოზე გადის ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი. მიჩნეულია, რომ ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე იყო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი და ამის შესახებ, ჯერ კიდევ მე-13 საუკნეში, მარკო პოლოც კი საუბრობდა, რომელმაც პირველად გაიარა ,,აბრეშუმის გზა”, სრულად.

დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ,,ჩრდილოეთ დერეფანი”, რომელიც რუსეთის ფედერაციას კვეთდა, დაწესებული სანქციების შედეგად ფაქტიურად გაუქმდა. აღნიშნულმა გარემოებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი საქართველოს გამოეყენებინა გეოგრაფიული პოტენციალი და უმნიშვნელოვანესი როლი შეეძინა აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანში, სამწუხარეოდ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება დღემდე არ მუშაობს ამ საკითხზე! საკითხზე, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკა გაზარდოს ხუთჯერ!

მეტიც, ,,ქართულმა ოცნებამ” შეააჩერა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი და არ დაუშვა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირად უჯდება! აზიის და ევროპის მოწინავე ქვეყნები მზად არიან იმისთვის რომ ისარგებლონ საქართველოს დერეფნით, თუმცა არ ჩანს არცერთი ქმედითი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უმოკლეს დროში განახორციელოს ეკონომიურად ძალზე მომგებიანი პროექტები’’, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...