შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სხდომას, რომელსაც...

“პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სხდომას, რომელსაც “ნაცები” უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს, კობახიძის და “ნაც. მოძრაობის” გათამაშებულ ურთიერსასარგებლო სპექტაკლში – ბექა ლილუაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე სამთავრობო პროგრამით წარსდგა. ბექა ლილუაშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში განმარტავს, თუ რატომ არ ესწრება ამ შეხვედრას პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი:

,,პარტია ,,საქართველოსთვის’’ საპარლამენტო ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სხდომას, რომელსაც ,,ნაცები’’ უხელმძღვანელებენ, არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს, კობახიძის და ,,ნაც. მოძრაობის’’ გათამაშებულ ურთიერსასარგებლო სპექტაკლში.

ჩვენ ამ ორი რადიკალური ძალის მიერ, რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღვივებაში წვლილს არ შევიტანთ.

თქვენ მოგეხსენებათ, ,,ოცნებამ’’, ,,ნაც. მოძრაობას’’ და საკუთარ თავს მისცა საჩუქარი იმით, რომ აკრძალა პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ცალ-ცალკე შეხვედრების შესაძლებლობა მთავრობის წევრობის კანდიდატებთან.

ამის მთავარ მიზანს სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარეობით ამ დღევანდელი სხდომის ჩატარება წარმოადგენდა. ასე წარმართული სხდომა არის საჩუქარი კობახიძისთვისაც და ,,ნაცებისთვისაც’’ და ისინი ერთად ეცდებიან ეს სხდომა არა ხალხის პრობლემებზე საუბრისთვის გამოიყენონ, არამედ საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გააღვივონ.

ამასთან, საერთო სურათში ,,ნაც. მოძრაობის’’ ,,ეგიდით’’ წარმართული სხდომის, ოპოზიციის შეხვედრად გასაღება ორ რამეს ნიშნავს: ყველა მონაწილის გასვლას ამ რადიკალური დღის წესრიგის შექმნაში და ,,ნაც. მოძრაობის’’ იმ სარეკლამო კამპანიის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც ,,ოცნება’’ სააკაშვილის სასამართლო დარბაზებიდან, საარჩევნო კამპანიის წარმოებისა და დაქუცმაცებული პარტიის შეწებების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ადგილი ასეთ სხდომაზე არ არის.

ხვალინდელ გაერთიანებულ, ერთიან სხდომაზე, ჩვენი მოქალაქეების დაკვეთით, ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ მთავრობის მომავალი შემადგენლობა არის მომსახურე პერსონალი არა ხალხის, არამედ ივანიშვილის, რომელსაც არც ერთ შინაარსობრივ კითხვაზე პასუხი არ აქვს და შესაბამისად ხალხის ნდობას არ იმსახურებს’’, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ავტორები:
ალექსანდრე ლეჟავა
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...