spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი...

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი – უკიდურესად გაჭირვებული” – გიორგი ვაშაძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე სამთავრობო პროგრამით წარსდგა. მას უმწვავესი შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვებით მიმართა ოპოზიციონერმა ლიდერმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ:

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სოფელი დაცლილია, რეგიონებში ახალგაზრდობა აღარ არის და ყოველი მეორე ახალგაზრდა, როცა ის ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს – ავტომატურად უმუშევარია, ელემენტარული ანაზღაურებითაც კი ვერ შოულობს სამუშაო ადგილს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, საიდანაც თქვენი მმართველობის პერიოდში 800 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, უცხო ქვეყანაში წავიდა სარჩოს საშოვნელად.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თქვენ და თქვენი გუნდი ყოველთვიურად მეტ და მეტ ჯარიმას აწერს საკუთარ მოქალაქეებს და კიდევ უფრო ზრდის ამ ჯარიმებს – 1000, 2000, 3000 ლარით. გასულ წელს რეკორდი მოხსენით და ჯარიმების სახით ნახევარი მილიარდი ლარი ამოიღეთ ჯარიმების სახით, რომლებითაც თქვენ არ ჯარიმდებით, მაგალითად, “ბასლაინებზე” დადიან თქვენი თანაგუნდელები…

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის და ამას სხვათა შორის, თქვენი წარმდგენი/დამნიშვნელი ივანიშვილიც არ უარყოფს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი – უკიდურესად გაჭირვებული.

მე შეკითხვა მაქვს: აი ამ პირობებში თქვენ როდესაც პრემიერ-მინისტრობას დათანხმდით,შემოგთავაზეს და დათანხმდით ხომ, – რას აპირებთ? რა მოისმინეს თქვენსგან ახალი? რას სთავაზობთ? რატომ გინდათ პრემიერ-მინისტრობა? რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? რამე სასიკეთო გინდათ ხალხისთვის გააკეთოთ?

თუ არ ვცდები, მე-7 პრემიერ-მინისტრი ხართ, ვისაც “ქართული ოცნება” წარადგენს. აგერ თქვენი პროგრამა, სათაურიც არ შეცვლილა. არაფერი შეცვლილა, თქვენ თვითონაც თქვით, რომ არაფერს არ ცვლით. ანუ, ყველაფერი კარგად არის?! ყველაფერი გაკმაყოფილებთ?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...