spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნებისმიერ შემთხვევაში, მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად...

“ნებისმიერ შემთხვევაში, მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის’’ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან კომენტარში საუბრობს საქართველოს პრეზიდეტის მიერ ოპოზიციის მიმართ გაჟღერებულ კონკრეტულ შეთავაზებებზე და ამასთან აღნიშნა, თუ რა საკითხი იქნება მისთვის პრიორიტეტული პრეზიდენტთან შეხვედრისას და საუბრისას:

,,სრულიად ვიზიარებ ამ მოწოდებას და მგონია, რომ ეს არის არათუ მთავარი გამოსავალი, ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

ჩემთვის უკვე ნებისმიერი ფორმატი არის მისაღები და საჭირო, რომელიც ემსახურება გაერთიანებას, კონსოლიდაციას ძალების იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი’’, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის: სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციასაც მიმართა და შესთავაზა, რომ “უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა“.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...