კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას" -...

“უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება:

ტერაქტს და ტერორისტულ ქმედებებს, რომ გამართლება არ აქვს ამაზე თავად ტერორისტების გარდა არავინ არ დავობს. ისტორიას არ ახსოვს ერთი შემთხვევაც კი როდესაც ტერორისტების სამიზნეს უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი არ მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე მართლაც დასაფასებელი საქართველოს უშიშროების სამსახურის მაღალ პროფესიული ქმედება, რომელმაც ან საქართველოში ან საქართველოს გავლით თუ მონაწილეობით ტერაქტი აღკვეთა.

ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება სავარაუდოდ უკრაინელი პოლიტიკური ელიტის მიერ გახლდათ წახალისებული, ამ საქმეში ხომ მათი მმართველი პარტიის წარმომადგენლის სახლიც ფიგურირებს. ცხადია მეგობარი(?) ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურები ამ დროს ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ მინიმუმ სიმართლის დასადგენად და გამოძიების ხელშესაწყობად.

თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი მეპარება, უბრალო მიზეზებიდან გამომდინარე, ერთი რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას და მეორეც მათი ხელისუფლებაც და შესაბამისი სამსახურები, სწორედ საქართველოში სხვადასხვა საქმეზე ბრალდებულ ყოფილი ჩინოვნიკების თავშესაფრადაა გადაქცეული“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის: როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი – “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო” და უწყების მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით “იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...