შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის" -...

“პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის” – გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, აშშ-გან დაბრუნების შემდეგ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, განცხადებას აკეთებს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აცხადებს, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმა არ პასუხობს ქვეყნისა და ხალხის მოთხოვნებს:

,,მოგესალმებით, გუშინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ერთი დღით მომიწია ნიუ-იორკში ჩასვლა ძალიან საინტერესო შეხვედრებზე. იქ ყველაზე მძიმე სანახავი იყო ის, რომ ათასობით ქართველს ნახავთ ნიუ-იორკში. რომ გაიაროთ ქუჩას ვერ ნახავთ, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

რატომ არის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან წასული?! იმიტომ, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე – რასაც გაურბიან ჩვენი თანამემამულეები.

,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში 800 000-ზე მეტმა, ჩვენმა თანამემამულემ დატოვა ქვეყანა. დატოვა არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რაც დღეს ქვეყანაშია.

დღეს პარლამენტი იხილავს მთავრობის ახალ შემადგენლობას, თუმცა სიახლე აქ არაფერია და ძველი მთავრობის გეგმას, რომელიც კვლავ წარმოადგინეს.

ხელში მიჭირავს სამთავრობო გეგმა. არის რამე აქ დასაქმებაზე? არის რამე აქ რეალურ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს? მთავარი კითხვა ხომ ეს არის? სამუშაო ადგილების შექმნას როგორ აპირებენ? ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას როგორ აპირებენ? ამ კატასტროფული მიგრაციის პირობებში, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, რას აპირებენ?

პასუხი ,,ქართული ოცნების” არის, რომ არაფრის შეცვლას ისინი არ აპირებენ. არ აპირებენ, რომ რაიმე გადაახალისონ და პირდაპირ ღიად გვეუბნებიან, რომ სამთავრობო პროგრამაში არაფერი არ შეცვლილაო იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად არისო.

მეგობრებო, ეს სამთავრობო პროგრამა მიუთითებს, რომ რეალობას მთლიანად მოწყვეტილები არიან.

მათთვის, ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, ელიტისთვის მართლა ყველაფერი კარგად არის. ჩვენთვის კი, საზოგადოებისთვის ყოველი შემდგომი დღე კიდევ უფრო მძიმე და მძიმეა.

,,ქართული ოცნება” ეს არის უმუშევრობა, კატასტროფული მიგრაცია, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევა, დემოგრაფიული პრობლემები, რომლებიც გვაქვს და შესაბამისად, ამ სამთავრობო პროგრამით კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

უმუშევრობისა და სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავების გეგმა დავარქვათ, რაც ფაქტობრივად წარმოადგინა.

და ბოლოს პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის. საერთოდ გონზე არ არის, სამუშაო ადგილი როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში. რამდენად მიგაჩნიათ, რომ ასეთ მთავრობას, ნორმალურ პირობებში უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა?!

არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა და ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი გზა არის გზა, ეკონომიკური განვითარებისკენ, დასაქმებისკენ, მათი გზა არის უმუშევრობისკენ, ელიტის გამდიდრებისკენ და კიდევ მეტი სიღარიბისკენ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...