კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი მძიმე ფსიქონევროლოგიური სტატუსის მქონე სააკაშვილს, რომელსაც კონსილიუმის...

“ასეთი მძიმე ფსიქონევროლოგიური სტატუსის მქონე სააკაშვილს, რომელსაც კონსილიუმის დასკვნით მეხსიერებაც დაქვეითებული აქვს, რა ესაქმება პოლიტიკაში?” – ზაალ ანჯაფარიძე

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

ექს-„ომბუდსმენ“ ნინო ლომჯარიას მიერ სპეციალურად სააკაშვილისთვის შექმნილი “სამედიცინო(პოლიტიკური) კონსილიუმი,” რომ იტყვიან თავის სტიქიაშია და მორიგ დასკვნაში ისევ ცდილობს რამენაირად ხელი შეუწყოს სააკაშვილის საქართველოდან გაყვანის კამპანიის გაგრძელებას.

დღეს უკრაინიდან მოვისმინეთ მორიგი შეძახილები სააკაშვილის გათავისუფლებაზე. აქ რომ გზავნიდნენ რევოლუციის მოსაწყობად, ეტყობა მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ მის გათავისუფლებაზე მოუწევდათ ზრუნვა.

კონსილიუმის დასკვნა, რომ „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.“ აქცენტს აკეთებს სააკაშვილის შფოთვა-დეპრესიაზე.

დამისახელეთ პატიმარი საქართველოში თუ სხვაგან, რომელიც თავისუფლების აღკვეთის პირობებში თავს ფსიქოლოგიურ კომფორტში გრძნობს?

ისე, ასეთი მძიმე ფსიქონევროლოგიური სტატუსის მქონე სააკაშვილს, რომელსაც კონსილიუმის დასკვნით მეხსიერებაც დაქვეითებული აქვს, რა ესაქმება პოლიტიკაში?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...