შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა...

“ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ხალხის მხარდაჭერაა” – კახა კალაძე

რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დაკომპლექტების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები გუნდების შესახებ.

რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, აქ მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისინი მინისტრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი საზოგადოების მხარდაჭერაა.

ჩვენთვის სიახლე არ არის მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ისინი ძირითადად რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას და მომავალს. პირველ რიგში კი, დამაზიანებელია მათთვის. საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანის ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს იქნება რადიკალიზმი წარმატებული და ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული, როგორც გასული წლების განმავლობაში.

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...