კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებაში იციან, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის არის...

“ხელისუფლებაში იციან, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის არის მიხეილ სააკაშვილი” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მხარდამჭერ მოძრაობასთან დაკავშირებით:

  • როგორც ვიცით უკრაინის ხელისუფლებას მიმართვა გაეგზავნა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიების ჩატარების მხრივ. რა ეტაპზე არის მოლაპარაკებები და რა მოლოდინები გაქვთ?

,,ცხადია, [საქართველოს] ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საზოგადოება გააჩუმოს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილის ხმა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მან საზოგადოებას ხმა ვერ მიაწვდინოს.

იმიტომ, რომ იციან ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის არის მიხეილ სააკაშვილი. იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმას უსმენს მთელი მსოფლიო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის მის პოზიციებს.

აქედან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელი შეგვიშალონ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იყოს უკრაინული მხარე ჩართული.

  • რა მოლოდინები გაქვთ? თუ გაქვთ ინფორმაცია, უკრაინის მხარეს რა შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნას პატიმრობიდან?

მე მჯერა, რომ უკრაინის მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება. წუხილი და მოთხოვნაც უკვე მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო თავისუფალი. მე მჯერა, რომ დაინტერესდება და აუცილებლად შედეგს მიაღწევს’’, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორები:
ალექსანდრე ლეჟავა
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...