ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემო საქართველო, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, შენ ყველგან ჩემთან...

“ჩემო საქართველო, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, შენ ყველგან ჩემთან ხარ, ჩემში ხარ და იქნები უკუნითი უკუნისმდე” – კობა ხაბაზი

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უკრაინაში მებრძოლი კობა ხაბაზი:

სიყვარული ყოვლისმომცველია, დროში და სივრცეში შეუზღუდავი, მისით სუნთქავ, მისით ცოცხლობ, ყველაგან მას ეძებ და ის ყველგან არის.

გადავდივარ უკრაინის ერთი ქალაქიდან მეორეში, შევცქერი დათოვლილ ნაძვის ხეებს, მზის ფანტასმაგორიულ ნათებას, გული გამალებით მიცემს, ასე მგონია ბაკურინისკენ მიმავალ გზაზე ვარ, უსაშველოდ მშობლიური პეიზაჟის განცდა მაქვს, ასე მგონია მოსახვევის შემდეგ ბაკურიანი გამოჩნდება…

მანქანა გავაჩერე, მდინარესთან ჩავედი, ცოტა დავიბენი, ეს ხომ რიკოთია, იქაურობა სწორედ ასეთია… ფერდობთან შევჩერდი… ღმერთო ეს ჩემს აჭარას ჰგავს, შაშვის გადაფრენას ველოდები სულგანაბული…

ჩემო საქართველო, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, შენ ყველგან ჩემთან ხარ, ჩემში ხარ და იქნები უკუნითი უკუნისმდე.

არა, ბოროტება უნდა დამარცხდეს, არ შეიძლება ეს სილამაზე იბომბებოდეს, ოკუპანტს, მტარვალს აქ არაფერი ესაქმება, ეს ხომ ჩემი უკრაინაა, აქ ხომ ჩემში ჩაჭდეული ჩემი საქართველოა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კობა ხაბაზი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...