ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ევროპის 5G კონფერენციაში მიიღეს

ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ევროპის 5G კონფერენციაში მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო ქარუმიძემ ბრიუსელში გამართულ მე-5 თაობის ქსელის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში 5G ინტერნეტის წარმატებული დანერგვის პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა განიხილეს. ღონისძიებაზე ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე გამახვილდა, რომლებიც ევროკავშირში სპექტრის ჰარმონიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ასევე ერთიანი ციფრული ბაზრის გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება.

კონფერენციაზე 2030 წლის „ციფრული ათწლეულის მიზნების“ სტატუსი, რადიოკომუნიკაციების მსოფლიო კონგრესის WRC-23-ის შედეგები და 6G ტექნოლოგიის ხედვის შესამუშავებლად დაგეგმილი აქტივობებიც განიხილეს. მაღალი დონის პანელური დისკუსიების ფორმატში კი, წარადგინეს პრეზენტაციები მე-5 და შემდგომი თაობის ქსელებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ეროვნულ და ევროპულ დონეზე სპექტრის განაწილების სტრატეგიის, ინოვაციურ სატელეკომუნიკაციო მოდელებში ინვესტიციების ხელშეწყობის, ქსელების უსაფრთხოებისა და მდგრადობის საკითხებზე.

ევროპის 5G კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სატელეკომუნიკაციო დარგისა და ევროპაში 5G ეკოსისტემის განვითარებას ისახავს მიზნად, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის მოადგილემ, რენატე ნიკოლაიმ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC) თავმჯდომარემ, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური მიმართულების მაღალი დონის წარმომადგენლებმა, ასევე გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ევროპის რეგიონის პოლიტიკის დირექტორმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და კომპანიების: Ericsson, NOKIA, Vodafone, Orange, Telefonica-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...