შაბათი, მაისი 10, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჯუანშერ ბურჭულაძე: "ეს 5 წელი იქნება საამაყო ჩემს...

ჯუანშერ ბურჭულაძე: “ეს 5 წელი იქნება საამაყო ჩემს ცხოვრებაში”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს თანამდებობის დატოვებისა და მმართველის პარტიის მხრიდან ახალი სამსახურის შეთავაზებასთან დაკავშირებით:

,,ბუნებრივია, პრემიერი შეიცვალა და ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. მე დიდად მადლობელი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის, ახალი პრემიერის. მან მთელს გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა, მაგრამ მე, ზოგადად, რომ იცოდეს საზოგადოებამ – მას შემდეგ, რაც კოდექსი მივიღეთ, ეს იყო ძირითადი სამართლებრივი აქტი, რაც უწყებაში ოდესმე მიღებულა, მე მქონდა თხოვნა ბატონ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან წასვლასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ახლა, ბუნებრივია, მე პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე გაჩერებას.

[ჟურნალისტების ჩაკითხვა]: – რატომ, რატომ? რომ აგვიხსნათ.

პირველ რიგში, 13 წელია ვარ საჯარო მოხელე, ეს არის ძალიან ბევრი, 3 როტაცია ჩავატარე, 4.5 წელი ვიმუშავე 3 უწყებაში – ეს ერთი.

მეორე, – დიდი ოჯახი მყავს, ეს იცით თქვენც და მე მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო NATO-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის მერე. მე, სავარუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა, მე მაქვს ფიქრის დრო. ეს 4 თვე იქნება ჩემთვის თან დასვენების დრო, ამ 13 წლიანი საჯარო მოხელეობის პერიოდიდან, ასევე, მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს.

მე მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მომცა საშუალება, ერთი მხრივ, მემუშავა მასთან ერთად, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი და მეორე მხრივ, მე მომეცა საშუალება უკეთ გამეცნო ჩვენი ჯარი. მე ძალიან ამაყი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცსა და სამინისტროს თანამშრომელს. ეს 5 წელი იქნება საამაყო ჩემს ცხოვრებაში“, – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ინფორმაციისთვის: ,,ქართული ოცნების” ყრილობის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თანამდებობა დატოვა.

ავტორი
ალექსანდრე ლეჟავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...