შაბათი, ივლისი 19, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა მელია: "ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე"

ნიკა მელია: “ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე”

საკუთარი პოლიტიკურ პრინციპებისა და გეგმების შესახებ საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში:

შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შევალ საარჩევნო მარათონში.
ამიტომ, ვწერ პოსტს, რომლითაც შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ და მიიღოთ ჩემს პასუხად.

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე.

გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც – ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს – არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი.

მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები – მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემოტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა – მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბატონო ირაკლი, ალბათ დროა ყველა ჭორს და მითქმა მოთქმას დაესვას წერტილი…” – ნუკა არველაძე

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებებს ეხმიანება ჟურნალისტი, ბლოგერი...

“რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ...

"ნაციონალური მოძრაობის" თაჯდომარე, თინა ბოკუჩავა ემოციური პოსტით ეხმიანება პატიმრობაში...

“რეჟიმი ჩამოიშლება მაშინ, როცა ჩვენ ერთიანობას შევძლებთ!” – გიორგი ვაშაძე

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, 19 ივლისის საპროტესტო აქციას ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...