ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს პარტიის პრიორიტეტებისა და პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით:
,,ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება რა არის ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ, რასაც გავაკეთებთ ყოველდღიურად ნამდვილ სახეს დავანახებთ როგორც ,,ოცნების”, ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის” იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხმის მიცემით, თავისი და თავისი შვილების მომავალი უნდა გადაწყვიტონ.
ამიტომ, ეს არის ჩვენი როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო ვალდებულება, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ აღჭურვილებაში სხვა უამრავი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ.
მე აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ,,ოცნების” დღევანდელი ბოსების მცდელობას, არჩევნების შედეგების მანიპულირების, ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი