spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება ირაკლი ღარიბაშვილი და...

“ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება ირაკლი ღარიბაშვილი და ერთი სკამით ახლოს დაჯდება ირაკლი კობახიძე, ამით არაფერი იცვლება” – სერგო ჩიხლაძე

ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ან ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, ან დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს“, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით არაფერი იცვლება, რადგან კობახიძის ინტერესებს არა ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ ივანიშვილის ფულის დაცვა წარმოადგენს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „გამარჯვების კოალიცია“ ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს აუცილებლად გამოიყენებს და საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს:

იმ გარემოებით, რომ ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება ირაკლი ღარიბაშვილი და ერთი სკამით ახლოს დაჯდება ირაკლი კობახიძე, ამით არაფერი იცვლება. ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ან ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, ან დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს.

ირაკლი კობახიძე ყოველთვის ბევრს საუბრობდა ოლიგარქის ფულზე, ოლიგარქის ინტერესებსა და საზღვარგარეთის ბანკებში მოთავსებულ მის ფულზე, მაგრამ სიტყვაც კი არ უთქვამს საქართველოში მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობების შექმნაზე, ბავშვთა შიმშილობაზე, ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გადინებაზე. ასე, რომ მისი ინტერესის სფერო უკვე ცნობილია. ეს არის მდიდარი ოლიგარქის მსახურება და არა სახელმწიფოს ან ხალხის ინტერესების დაცვა.

ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძის და ზოგადად “ქართულ ოცნების” ინტერესი რომ იყოს საქართველოს მოქალაქე და მისი კეთილდღეობა, მარტო ბოლო 2 წელიწადში რეალური შანსი იყო, რომ შექმნილიყო ათობით ათასი მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილი, იყო შანსი, რომ შემოსულიყო დამატებით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც მიაღწევდა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და ასობით ათასი საქართველოს მკვიდრი არ დატოვებდა სამშობლოს ლუკმა-პურის ძიებაში.

ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამ ხელიდან გაშვებულ შანსებს და შესაძლებლობებს დღის წესრიგში აუცილებლად დავაბრუნებთ და გამოვიყენებთ. ინვესტიციების ქვეყანაში შემოტანა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მეგა ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ის, რაზეც “გამარჯვების კოალიცია” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იზრუნებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...