შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინას წასვლა, მოსვლა და მთავრობის მიქცევა-მოქცევა, რომ რუსეთიდან...

“ბიძინას წასვლა, მოსვლა და მთავრობის მიქცევა-მოქცევა, რომ რუსეთიდან იმართება და მათი ხელისუფლებაში არსებობის გარანტი რუსეთია, ეს არ არის მთავარი თემა დღეს?” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე შეფასებას აკეთებს, თუ რა შედეგის მომტანი იქნება არსებული მმართველობის ფორმა ქვეყანაში:

,,მთავარი აქცენტი რაზე გაკეთდა, არ ვიცი. ეს, ალბათ, რუსეთთან მოარიგეს, მაგრამ ის საზოგადოება, რომელმაც კობახიძე გავრილოვის გამო აიძულა დაეტოვებინა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ახლა როგორ მოითმენს მის პირველ პირად არჩევას?

ბიძინას წასვლა, მოსვლა და მთავრობის მიქცევა-მოქცევა, რომ რუსეთიდან იმართება და მათი ხელისუფლებაში არსებობის გარანტი რუსეთია, ეს არ არის მთავარი თემა დღეს?

იქნებ და დროა, დადგეს საკითხი უფრო ფართოდ, რადგანაც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის და ასევე, მიგრაციის საკითხი. ის, რომ უკვე თითქმის გაქრა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღისწესრიგიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხი, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უბრუნდება 1990 წლის მდგომარეობას? და სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია მიდის რუსეთთან? ეს იყო ის საკითხები, რომელიც იდგა ეროვნული მოძრაობის წინაშე, რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა!!!

სულ დამსდევს იმის შიში, რომ თავისუფლებას ვკარგავთ, დანარჩენი კი ბიძინას და რუსეთის ტექსტებია?! ეს პრობლემა მიგვაჩნია უმთავრესად პირველი პარლამენტის წევრებს და გვაქვს სურვილი საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული. ეს ჩვენი მოვალეობაა.

აქ თქვენს გასაგონად დავიმოწმებ მერაბ კოსტავას სიტყვებს: „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბატონო ირაკლი, ალბათ დროა ყველა ჭორს და მითქმა მოთქმას დაესვას წერტილი…” – ნუკა არველაძე

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებებს ეხმიანება ჟურნალისტი, ბლოგერი...

“ეს კაცი არის ბოროტი და ემსახურება ბოროტებას” – სერგო ჩიხლაძე კახა კალაძეზე

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით თბილისის...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...