spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: დაპირებისამებრ, წერეთლის გამზირზე 1-ელი თებერვლიდან საგზაო...

კახა კალაძე: დაპირებისამებრ, წერეთლის გამზირზე 1-ელი თებერვლიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის საღამომდე დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან ორმხრივად აღდგება.

დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხირვად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტებს გაუთვალისწინებელი სამუშაოები და კონტაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისირება აფერხებს.

ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფონად გასდევს ოპოზიციის წარმომადგენლების კამპანია მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით.

ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ. საზოგადოება კარგად ხედავს, 2017 წლიდან რამდენი რამ კეთდება, თუმცა ყოველთვის ფიქსირდება მანიპულაციები, სპეკულაციები. აღმშენებლობას უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის განვითარება. ამ კაკაფონიის ფონზე ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირები განახლდა, უამრავი ქუჩა რეაბილიტირდა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

თითოეულ ჩვენს თანაშრომელს, ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩართულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მადლობას ვუხდი. მადლობა იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლები ახლაც ასრულებენ სამუშაოებს. მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც წერეთლის გამზირზე იმყოფება. განსაკუთრებული მადლობა კი ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის, რომელთა თანადგომით ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. მათ ამ ხნის მანძილზე ხმაურს, ტალახს და მტვერს გაუძლეს. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობაზე დგას ეს ქალაქი და ვერანაირი სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს მის განვითარებას, წინსვლას. ამიტომ, მაქსიმალური ენერგიით, მეტი ცოდნით და შრომისმოყვარეობით გავაგრძელოთ თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...