spot_img
მთავარიევროკავშირიიაგო ხვიჩია: "ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა...

იაგო ხვიჩია: “ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა…”

ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან. 12 პუნქტი, „ქართული ოცნების“ აზრით, ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებასაც ზუსტად იგივე სტილით აპირებენ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ, რომელიც 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.

იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ აღნიშნულ ფორმატზე უარის თქმას არ აპირებს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, თავისი შინაარსით არის ისეთივე ფორმალიზებული პროცესი რაღაცის შესასრულებლად, როგორც იყო 12 პუნქტის შესრულებისას.

ყველა პუნქტი ჯერ არ გაგვივლია, სამი პუნქტი გავიარეთ, მაგრამ არ მესმის, ამ სამი პუნქტის შესრულების შემდეგ ქვეყანაში რა შეიცვლება. მგონია არაფერი ისე არ შეიცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. ჩვენ არ ვაპირებთ ფორმატზე უარის თქმას, ჩვენ ყველაზე ბოლოს გამოვალთ ამ შეხვედრებიდან“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.

პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე,🙂 არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"...

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...