spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება,...

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია

ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო პროცესზე, ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში, ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები, მოსაზრებები დააფიქსიროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...