spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითაკო ჩარკვიანი: "ასე რამ შეგაშინა ბიჭო გია, ტყუილად...

თაკო ჩარკვიანი: “ასე რამ შეგაშინა ბიჭო გია, ტყუილად ნუ ღელავ, ხმა არ დაგიჯდეს, რადგან მაინც გავალთ რუსთაველზე, თან ბევრნი”

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საპასუხო ირონიული შეფასებებით და კონკრეტული ფაქტების გახსენებით ეხმაურება მის ინიციატივაზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დაწყების ინიციატივასთან დაკავშირებით, საზოგადოება “არ აგარევინებთ” მიერ გავრცელებულ ირონიულ განცხადებას:

ოლიგარქის საზოგადოებავ ანუ საზო “г а д” ოებავ“ – არ აგარევინებთ”! “რავა” შეგაშინათ ჩემმა მოწოდებამ, რუსთაველზე გასვლამ და კარვების გაშლამ?😃😃😃 განსაკუთრებით “ღელავს” ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გაგეჩილაძე, “ნაცნობი ანუ უცნობი”. აი ის გია გაგეჩილაძე, სააკაშვილს ტელე-რადიო სიხშირე და მილიონები მოვთხოვე ჩემს სიჩუმეშიო – თავად რომ აღიარა, აი ის “ნაცნობი უცნობი”. რაც თავად არის ის “საზოгадოებაა” ფაქტია. ნუ გეშინია, ასე რამ შეგაშინა ბიჭო გია, ტყუილად ნუ ღელავ, ხმა არ დაგიჯდეს, რადგან მაინც გავალთ რუსთაველზე, თან ბევრნი, ასეთ სიდუხჭირეს და ქვეყნის განადგურებას არავინ აიტანს, ოღონდ საზოგადოებას “არ აგარევინებთ” კი არ ერქმევა, არამედ არ “გაგაყიდინებთ” ერქმევა!

დიახ არ გაგაყიდინებთ რუსებზე ქვეყანას!✌️✌️✌️ მესმის შენი გია, ვხედავ ღელავ, რადგან არც სიხშირის მომცემია ვინმე, ხალხსაც ვეღარ “გადააგდებ”, როგორც “გადააგდე” წლების წინ და მაყუთის გარეშე კი, ზუსტად იცი “კეპი” და “კაშნე” დარჩება შენგან, ჰოდა ეგ “კეპი და კაშნე “ ლენინსაც ჰქონდა…😃😂

დედა, “რავა”გამოვაცოცხლე ეს მომპარავი კორუფციონერები “შლაპიანი ბაცაცა” გოგა ხაინდრავას მეთაურობით, იფიქრეს, ვაი ვიღუპებით ხალხი რომ გამოფხიზლდესო!😃😃😂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

ინფორმაციისთვის.
საზოგადოება “არ აგარევინებთ” (საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატორი გია გაჩეჩილაძე – “უცნობი”) თაკო ჩარკვიანის იდეა-შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
უკვე დიდი ხანია, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პროტესტის გამოსახატად, მოუწოდებს საზოგადოებას “ლეიბების და მატრასების” დაყრისა და რუსთაველზე წამოწოლისკენ.

ოპოზიციას ერთმანეთზე უფრო მეტად კომიკური და უტოპიური ინიციატივები აქვს და ერთგვარად კომედიანტებადაც იქეცით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ განცხადებას თან დაურთო რუსთაველის გამზირზე განთავსებული ლეიბის ფოტო.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...