პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, წარმატებული, კომპეტენტური, გამოცდილი დირექტორი გაირიყა...

“მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, წარმატებული, კომპეტენტური, გამოცდილი დირექტორი გაირიყა და სისტემამ დასაჯა” – ნანა ტოხვაძე

ქალბატონი დოდო სისტემამ დასაჯა, რადგან ჩათვალა, რომ საარჩევნო ყულაბის შემვსებად არ გამოადგებოდათ“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სკოლიდან დირექტორის პოლიტიკური ნიშნით გარიყვის კიდევ ერთ ფაქტს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი უკვე დაადგინა, თუმცა საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მე-4 წელია გრძელდება, სკოლას კი დირექტორი ისევ არ ჰყავს:

დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა მორიგი სხდომა. პროცესი მე-4 წელია მიმდინარეობს. სასამართლო დავა დაწყებულია სკოლის ყოფილი დირექტორის, ქალბატონი დოდო ჭოტორლიშვილის სარჩელის საფუძველზე, რომელიც სისტემას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ედავება.

ხაზგასასმელია, რომ მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა სახალხო დამცველმა. რაც ყველაზე სამწუხაროა, სკოლას, რომელსაც ქალბატონი დოდო ხელმძღვანელობდა, დღემდე არ ჰყავს დირექტორი.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, წარმატებული, კომპეტენტური, გამოცდილი დირექტორი გაირიყა და სისტემამ დასაჯა, რადგან ჩათვალა, რომ საარჩევნო ყულაბის შემვსებად ქალბატონი დოდო არ გამოადგებოდათ და აბა, ბავშვების განათლება და ბედი ვის ადარდებს?! უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი დოდო ერთადერთი კანდიდატი გახლდათ ზაფხულში გამართულ დირექტორთა კონკურსზე, რომელიც კვლავ “დაიწუნეს”, როგორც სუს-ისგან პოლიტიკურად არალოიალობით დახასიათებული დირექტორი“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...