პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას 3 მთავარი ნაბიჯი...

“უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას 3 მთავარი ნაბიჯი სასკოლო განათლებაში” – ნანა ტოხვაძის შეთავაზებები განათლების სამინისტროს

დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, სასკოლო განათლება უკუსვლას განიცდის და ამ პირობებში დირექტორთა დანიშვნის ღია და გამჭირვალე წესის ამოქმედება უმნიშვნელოვანესია:

დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს.

მაშინ როცა, ყველა კვლევა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს განათლების ხარისხის გაუარესებას, სისტემის უკუსვლას და სასკოლო განათლების შველის საჭიროებას – ამ მოცემულობაში, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას 3 მთავარი ნაბიჯი სასკოლო განათლებაში:

1. დაინიშნოს დირექტორთა შერჩევის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული კონკურსი, რომელიც არ შეიცვლება პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული დაკვეთების შესაბამისად;

2. შეიქმნას დირექტორების პროფესიაში შესვლის და დამაგრების ხელშემწყობი მოდელი;

3. დაიწყოს შერჩეულ დირექტორთა მოტივაციისა და კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა, რაც მოგვცემს საშუალებას, შევაჩეროთ სასკოლო განათლების ნგრევის ტენდენცია და დაგვეხმარება სკოლის დონეზე ნებისმიერი ცვლილების წარმატებით დანერგვის მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...