“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში მის პოზიციასთან დაკავშირებით “ტვ იმედზე” გასულ გადაცემას ეხმაურება, სადაც მწვავედ იყო გაკრიტიკებული:
“რესპების “დაუძინებელ მეგობარს”, მთავარ სახელისუფლებო პროპაგანდისტ ტელეიმედს გავულანძღივარ დილიდან.
“მოსკოვზე და მომხვეჭელობაზე ორიენტირებული, სტალინისტების საპატრიარქო” დაარქვა ჩვენს ეკლესიას რადიკალური ოპოზიციის ამ წარმომადგენელმაო.
რუსეთის იმპერიასთან მებრძოლი, ავტოკეფალიის აღმდგენი სამი პატრიარქის ეკლესიაა მაგარი თქო, რომ ვთქვი, მოხვდათ “კაკალ გულში”.
ნუ შეგვაშინებს ” ტრადიციების დამცველი”, არსებითად ორბანისტული, ანტიდასავლური ეს მდარე პროპაგანდა. მტრის ხატზე აგებულ სუსის ამ ერთუჯრედიან კამპანიას გასუსვით და თავჩაქინდრული კი არ უნდა შევეგებოთ, არამედ ვამხილოთ და შევუტიოთ.
ქართველების დაბნელების მცდელობით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპული ღირებულებებით უნდა შევებათ ამ პოლიტლილიპუტ “მრაკობესებს”, უვიც და პოლიტაფერისტ შავბნელებს.
ეკლესია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის წნეხისგან და პირიქით. ხელისუფლებასთან შეზრდილი ეს პოსტსაბჭოთა საპატრიარქო არის ხერგილი ქვეყნის ევროპულ გზაზე.
რესპების მონაწილეობით მივანგრიეთ ასლანის ხერგილი ჩოლოქზე ორი ათეული წლის წინ. ამ ხერგილისგან გათავისუფლებაშიც შევიტანთ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს.
შინ, ევროპისკენ!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.