წერეთლის გამზირთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკის გამო, ოპოზიციას თუ არასამთავრობო სექტორს, მძიმე შეფასებებით დაუპირისპირდა კახა კალაძე, რის გამოც, კონკრეტული განმარტებებით, თბილისის მერის მიმართ, მწვავე პოზიციას აფიქსირებს მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე:
“წერეთელი დროულად ვერ დაასრულეს…
შესრულებული სამუშაო უხარისხოა…
კომპანიებმა მილიონები წაიღეს და პასუხად მხოლოდ კონტრაქტის გაწყვეტა მიიღეს…
მოძრაობა როდის აღდგება კაცმა არ იცის და კალაძე ისევ ჩვენ გვედიდგულება?
ბორკილები უნდა ედოს წესით უკვე!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.