“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას კონკრეტული შეფასებები და პირდაპირი შეკითხვები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის მიმართ:
“ვიღაც ახალგაზრდა სიმპატიური ბიჭი გახარიას პარტიიდან ამბობს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნისთვის ყველაფრი გააკეთოსო, მაგრამ რატომ, ვერ ამბობს. ჰგონია, რომ ქოცებს და ნაცებს რომ ერთნაირად აგინებს და გახარია პრემიერი იყო, ეს საკმარისია ამაში დასარწმუნებლად.
თქვე დალოცვილებო, ეს 25 ოჯახი, რომლის ჯიბეშიც მთელი ქართული ეკონომიკა ილექება, თურმე, მხოლოდ გახარიას წამოსვლის შემდეგ გაჩნდა, მანამდე არ არსებობდა?
თუ არსებობდა რა გააკეთა წარმატებულმა პრემიერმა, რომ მათ ჯიბეში არ წასულიყო?
5-დან ერთი ოჯახის გაუვნებელყოფა მაინც როგორ ვერ მოახერხა, თუ ამის სურვილი ჰქონდა?
თუ ვერ მოახერხა, ახლა რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ამ ოჯახებს მოერევა?
12 წლიდან 8 წელი რომ გუნდის ორგანული ნაწილი ხარ, ცოტა მეტი და ძლიერი არგუმენტებია საჭირო, რომ ახლა უფლება გქონდეს მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხელაღებით ლანძღო.
უბრალოდ მაღიზიანებს ამ ერთხელ დაბერებული და მერე გაახალგაზრდავებული პოლიტიკოსების ბრძნადმეტყველება და რა ვქნა?!🤔“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.