ორშაბათი, აპრილი 29, 2024

თეონა ჭალიძე – “რა მასშტაბის სავარაუდო ფინანსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა”

დღეს გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის, სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც დასტურდება „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა და სავარაუდო თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.

ჭალიძის თქმით, სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს:

პროკურატურიდან ლიბერთი ბანკის სავარაუდო თაღლითობის სქემებთან დაკავშირებით ჩვენი ერთი განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, უკვე დაიწყო მოკვლევა.

დღეს გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის, სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც დასტურდება ლიბერთი ბანკის მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა.

რა მასშტაბის სავარაუდო ფინანსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა. სისტემური პრობლემა რომელიც არღვევს პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების უფლებებს უნდა აღმოიფხვრას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა მოწყვლად ჯგუფებზე იზრუნოს და მათი მოწყვლადობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული