spot_img
მთავარიირონიალელა ჯეჯელავა: "ახლა ამათ შერიგებას რუსეთიდან ზარიც არ...

ლელა ჯეჯელავა: “ახლა ამათ შერიგებას რუსეთიდან ზარიც არ ეყოფა…”

სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლევ განვითარებულ მოვლენებსა თუ ვნებათაღელვას მწვავე და ამავდროულად ირონიანარევი შეფასებებით ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

მთავარი, რაც გასული დღეების “ქარტეხილებმა” გვაჩვენა მკაფიოდ: აღმოჩნდა, რომ ის ჯგუფები, ვინც ეკლესიის მტრებს გვიწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც საპატრიარქოს ვაკრიტიკებდით ერთადერთი მიზნით, რომ ეკლესია აგვერიდებინა თვითლიკვიდაციის ძალიან საშიში გზისგან, რომელსაც ის დაადგა მყარად, თურმე ეკლესიას ფარად იყენებდნენ მხოლოდ პოლიტიკურ მზისქვეშეთში თავის დასამკვიდრებლად.

საპატრიარქო კი მათ იყენებდა ჩვენს წინააღმდეგ და თან მათი ბრძოლის ყველაზე ბრუტალურ მეთოდებსაც არა მარტო აკურთხებდა, არამედ თანამონაწილეობდა კიდეც.

როგორც კი საპატრიარქოსა და “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” ტიპების ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა, უცებ გამოჩნდა ამ “ქრისტესმიერი სიყვარულის” ჭეშმარიტი სახე.

ისეთი კომენტარები წავიკითხე ამ ჩვენის ძალად “ეკლესიურების”, რომ ყველაზე თავზეხელაღებული ულტრა ლიბერალი გონებაშიც არ გაივლებდა და წაკითხვისას გულწრფელად გაწითლდებოდა😊

ახლა ამათ შერიგებას რუსეთიდან ზარიც არ ეყოფა. მინიმუმ პოლკოვნიკის ჩინის და ეპისკოპოსის ხარისხის მიტროსანის ჩამოსვლაა საჭირო “სიყვარულის კოცონის” თავიდან ასაგიზგიზებლად😊“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...