ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციასაჭიროა მოიძებნოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები - ეკა...

საჭიროა მოიძებნოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, პარლამენტარი ეკა ბესელია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და მიაჩნია, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებაში და რომ აუცილებელია მოხერხდეს დიალოგი აფხაზ თანამოძმეებთან, თუნდაც პერსპექტივა უიმედო ჩანდეს:

“აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება და სიღრმისეული ანალიზი ჭირდება.

გარდა იმ უდაო ფაქტისა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე, რაც ზრდის ამ მოვლენებისადმი ინტერესს და ემოციასაც, ეს ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას, ეხება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავალ კონსტიტუციურ საკითხებს.

მაოცებს ხელისუფლების ინდიფერენტული და ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები.
არანაირი მსჯელობა, არანაური ანალიზი… არც რაიმე ფორმატების გამოყენება… არც მსჯელობა… თითქოს სადღაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი…

საჭიროა მოიძებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის! დიალოგს არა აქვს ალტერნატივა! დიალოგი არის საჭირო მუდმივად აფხაზ თანამოძმეებთან, მაშინაც კი როცა უიმედოდ გეჩვენება.

უნდა იყოს ყველა სამოქალაქო და სოციალური ინსტრუმენტი გამოყენებული ყველა ფორმატში და რაც შეიძლება მეტი რათა დაიძრას ყინული… (არ არის შედეგის მომტანი მხოლოდ ჟენევის ფორმატი და წლებია ამას ვხედავთ)

მშვიდობიან გზებს და მცდელობას ეძებო გამოსავალი – მოაქვს შედეგი. ეს მცდელობა არ ჩანს და ეს მაწუხებს.

პროცესების უფრო სიღრმისეულად განსჯა და დანახვა აქ ვის რა როლი შეუძლია იტვირთოს ურთიერთობის დათბობისთვის – აუცილებელია!

ლოდინი – რუსეთი რას დათმობს ოდესმე – ფუჭია და ეს პოზიცია საზიანოა!
ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენსავე პრობლემებს და ნუ მივანდობთ მომავალს ყველაზე მტკივნეულ თემას – ტერიტორიულ მთლიანობას.

თავისთავად არაფერი ხდება თუ მცდელობა არ გვექნება შევცვალოთ ეს მოცემულობა!
მოცემულობა – რომელიც უსამართლოა!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ეკა ბესელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“ოცნებაში” გალაღებულ ნაცებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ვინ უფრო მაგრად ებრძოდა ნაცებს🤣🤣🤣 – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, ე.წ. "პორტირებულების" კულუარულ დაპირისპირებებზე აკეთებს...

“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე

„ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...