შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფლებავ, გირჩევთ მოქმედი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს მიხედოთ,...

ხელისუფლებავ, გირჩევთ მოქმედი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს მიხედოთ, საქართველოს გასანადგურებლად რომ დასვით! – თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, 20 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ “წკიპზე იყო 20 ივნისს ივანიშვილის ხელისუფლება, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა”, დანაშაულის შემცველი განცხადების სტატუსი მიანიჭა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რასთან დაკავშირებითაც, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავის პოზიციას აფიქსირებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი:

“ვერანაირად ვერ “მონათლავენ” სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას ე.წ. (როგორც ვოლსკიმ თქვა) “აღიარებით ჩვენებად” – მხილებად 20 ივნისის მოვლენებისა, რადგან ყველამ უნდა იცოდეს ხელისუფლებაში და კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მსგავსი ქმედება – ოკუპანტი ქვეყნის, მოქმედი კომუნისტური პარტიის წევრის – გავრილოვის, საკანონმდებლო ორგანოში შემოყვანის სახით ან კიდევ მაგვარი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან, აღქმულია, ხალხის მიერ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობაზე დარტყმა და ღირსების შელახვა და არაფერ შუაში აქ, არც ერთი პიროვნება არ არის, არც სააკაშვილი კარნახობს ხალხს, როგორ დაიცვან დამოუკიდებელი სახელმწიფო, (დიდი ხანია ეს ხალხმა იცის) კოლაბორაციონალისტი ხელისუფლებისგან, რომელმაც გაბედა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ოკუპანტის საკანონმდებლო ორგანოში შემოყვანით, მომავალშიც იცოდეთ ხელისუფლებაში!!!

და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, კვლავ ჯანყი მოჰყვება, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!

ბავშვობაში მასწავლეს ჯერ კიდევ 1972 წელს, რომ: “ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია” – და ეს მიშამ არ მიკარნახა, მამაჩემმა მასწავლა!✌️❤️

P.S. ხელისუფლებავ, თქვენ გირჩევთ სააკაშვილის კი არა, არამედ მოქმედი პ—რეზიდენტი ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს მიხედოთ, საქართველოს გასანადგურებლად რომ დასვით!

რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულს, ამის “კარნახი”, არ შეიძლება, სახელმწიფოებრიობას დაცვა, რომ უნდა, ამას ვერავინ გიკარნახებს!

ეს თქვენ ხართ ხელისუფლებაში მიჩვეულნი “მილიარდელ სუფლიორს”, რომელიც ყველაფერს გკარნახობთ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პატივისცემის გარდა!” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...