პარასკევი, მარტი 14, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა2024 წელი - საინტერესო ფაქტებსა და ინფორმაციებში

2024 წელი – საინტერესო ფაქტებსა და ინფორმაციებში

2024 წელი…

ნაკიანი წელია. ანუ თებერვალში ერთი დღე კიდევ დაემატება კალენდარს – 29 თებერვალი და წლის დღეების რაოდენობა 366 დღით განისაზღვება.

2024 წლის ციფრების ლუწებია, ჯამი კი უდრის 8-ს, ანუ უსასრულობას – ∞ და იქნებ, სრულიად ახალი, უსასრულობის ციკლი იწყება? (“კონკურენციას” გავუწევთ უტოპისტების ლოგიკას და 2024 წელს არითმეტიკულ კომბინაციად წარმოვადგენთ, “ჭეშმარიტების” დადგენის მიზნით – 2+2=4)

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით დრაკონის წელია, თან მწვანე ხის, რაც ერთგვარად უხდება თუ მიესადაგება ახალ ციკლს.

ახალი წლის იანვარში აღნიშვნა მოდის ძველი რომიდან. წლის დასაწყისად 1 იანვარს ჯერ კიდევ ძველი წელთააღრიცხვის მე-2 საუკუნის შუა წლებში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო ძვ.წ.ა. 45 წლიდან ეს თარიღი ახალი წლის დასაწყისად ოფიციალურად იქნა შემოღებული იულიუს კეისრის მიერ. თუმცა ევროპაში, მასობრივად, 1 იანვრის აღნიშვნა ახალი წლის დასაწყისად მხოლოდ მე-16 საუკუნეში დაიწყეს და ეტაპობრივად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. ხოლო XVII საუკუნიდან, კერძოდ 1622 წლიდან, რომის პაპის კანცელარიის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დასაწყისად 1 იანვარი დადგინდა.

განსხვავებული წყაროების მიხედვით, საქართველოში ახალი წლის დადგომა სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა – აგვისტოში, სექტემბერში, მარტში, ხოლო მე-14 საუკუნიდან აღინიშნება 1 იანვარს.

საახალწლო განწყობის ამაღლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაძვის ხე, რომელიც სხვადასხვა სათამაშოებითა და ნათურებით განსაკუთრებულ სილამაზეს მატებენ მას და სიხარულს – გარშემომყოფთათვის. ასევე, გადმოცემის თანახმად, საახალწლი/საშობაო ნაძვისხის ტრადიცია გერმანიიდან მოდის ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან, რაც შემდეგ მთელს ევროპასა და მსოფლიოში გავრცელდა.

2024 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია, აშშ-სა და რუსეთში – საპრეზიდენტო, ევროკავშირში წელს ევროპარლამენტარებს აირჩევენ, არჩევნებია ბევრ სხვა განვითარებულ თუ ე.წ. მე-3 მსოფლიოს ქვეყნებში.

წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რიგით 33-ე გაიმართება პარიზში, საფრანგეთში.

წელს, ბრწყინვალე აღდგომა 5 მაისაა!

სააგენტო “პარალელი” გილოცავთ ახალ, 2024 წელს!!!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...