შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი საკუთარ მანქანას გააჩერებს...

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი საკუთარ მანქანას გააჩერებს და სხვა ტრანსპორტით იმგზავრებს, ძალიან ცდება! სახელმწიფომ ალტერნატიული გზა უნდა მოიფიქროს პრობლემის ძირეულად აღმოსაფხვრელად” – ლაშა დარბაისელი

2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 2023 წლის ივნისში მიიღო.
თემასთან დაკავშირებით, როგორი მოლოდინები შეიძლება შეიქმნას ბაზარზე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში ისაუბრა ,,საქართველოს ავტო იმპორტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელი:

2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების აკრძალვის შესახებ კანონი სინამდვილეში არ განაახლებს საქართველოს ავტოპარკს. აღნიშნული ცვლილება სხვა გზებით უნდა განხორციელდეს. ადამიანს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ ავტომობილის განბაჟებაში ნაკლები თანხა გადაიხადოს, რათა ძველი ავტომობილი ახლით ჩაანაცვლოს. ასე პირდაპირ აკრძალვა და 10 წელზე ასაკოვანი ავტომობილების ქვეყანაში ვეღარ შემოყვანა, არ არის სწორი მიდგომა და მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი საკუთარ მანქანას გააჩერებს და სხვა ტრანსპორტით იმგზავრებს, ძალიან ცდება. სახელმწიფომ ალტერნატიული ვარიანტი უნდა მოიფიქროს პრობლემის ძირეულად აღმოსაფხვრელად. დღეს ახალი ავტომობილი თუ ხელმიუწვდომელია ჩვენი მოქალაქისთვის, შესაბამისად, იმ ძველს ვეღარც გაყიდის, იმ თანხასაც ვერ დაამატებს. ამაშია პრობლემა, რომ უფრო მეტად დაძველდება ავტოპარკი, არა თუ განახლდება. ეს ეკოლოგიაზე პირდაპირ უარყოფითად აისახება.

დაველოდოთ მიმდინარე მოვლენებს, იმედია, რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. გამონაკლისი დაიშვა ამ ასაკის მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, თუმცა, 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოასწრო.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...