spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა, ნუ გეშინია! ოპოზიციაში გადადი შენს გუნდთან ერთად"...

“ბიძინა, ნუ გეშინია! ოპოზიციაში გადადი შენს გუნდთან ერთად” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ახლად არჩეული ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით, მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე:

,,ბიძინა ივანიშვილი ღია სივრცეში მოგვევლინა ისევ, საზოგადოებაშიც ბევრი საკითხია, ამიტომ მინდა ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია გაგაცნოთ ამ საკითხთან დაკავშირებით – რატომ ახლა? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რისი შეეშინდა ივანიშვილს?

პირველი, რომ 2023 წელს ნამდვილად ხალხმა გაიმარჯვა. 2018 წელს კი გახსოვთ, რომ პირველი ტურის შემდეგ დამფრთხალი და შეშინებული სახით გამოვიდა. ამბობდა, რომ ,,ამ ერთხელაც მაპატიეთ” და ხალხს რაღაცა ცრემლებით ელაპარაკებოდა. ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე. ხალხის გამარჯვებამ აიძულა, რომ ახლა უკვე ეს განაცხადი გაეკეთებინა.

მე ერთი რამის პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, 2024 წელს ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და ბიძინა ივანიშვილის შეშინებულ სახეს გაჩვენებთ.

აქვე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსაც – ბიძინა, ნუ გეშინია! ოპოზიციაში გადადი შენს, ასე ვთქვათ, გუნდთან ერთად. სულ გუნდი-გუნდი გაიძახი, რომელზეც შენ თვითონ ამბობ, რომ გახრწნილები არიან კორუფციაში. ჩვენ კი გავაგრძელებთ სწრაფ სვლას ევროკავშირისკენ.

პირველი, რომ ხალხის გამარჯვება 1:0 2023 წელს ვიზეიმეთ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა! ივანიშვილს მოუწია, რომ საჯარო ასპარეზს სწრაფად დაბრუნებოდა. იმიტომ, რომ სწრაფად იკლებს მათი რეიტინგი.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, საბოლოო გამარჯვება 2024 წელს იქნება, ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. როგორი შეშინებულიც იყო 2018 წლის არჩევნების შემდგომ, რაზეც თვითონაც ახლა საუბრობს, ზუსტად ისეთივე დამფრთხალი და შეშინებული იქნება წელსაც. მაგრამ ვეუბნები, რომ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, მშვიდობა, კეთილდღეობა გვექნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც მშვიდობიანი გზით დავძრავთ ძალიან სერიოზულად პროცესს.

რუსული გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო არის ჩვენი გამარჯვების და წინსვლის შესაძლებლობა.

ხალხის გამარჯვების წელი მოდის!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...